Saturday, April 13, 2019

9 დღე

დავასრულეთ ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. შევაჯამეთ ტრენინგი და მოვახდინეთ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია. მოვისმინეთ თითოეული მონაწილის პრეზენტაციაც რაც ძალიან ინფორმაციული იყო ჩემთვის.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს მაია ბაზღაძეს  ჩატარებული ტრენინგისათვის. ძალიან შეგვაყვარეთ თავი.

პროექტი

Sunday, April 7, 2019

ტრენინგის მერვე დღე დაეთმო დიფერენცირებულ სწავლებას. ვისაუბრეთ პროექტში გა ნსაკუთრებული საჭიროების მქონემოსაწბლეების, არაქართულენოვანისა და ნიჭიერი მოსწავლეების ჩარტულობაზე.განსაკუთრებული ყერადღება გავამახვილეთ აღქმის სტილზე, გამოვყავით აუდიალურ, ვიზუალურ და კინესთეტიკურ აღქმაზე.მათი საჭიროებიდან გამომდინარე,დიფერენცირებული დავალებების მიცემაზე. ამ პროცესში მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლზე.

Saturday, April 6, 2019

ამ მოდულში გავეცნობით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის,  პროექტზე მუშაობისას.
შევიმუშავებთ შეფასებების გეგმა და გამოიყენე პროექტების შეფასების ფორმებს ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან.

Sunday, March 31, 2019

მე-6 დღის რეფლექსია

მე-6 დღეს ვისწავლეთ ელექტრონული გაზეთის შექმნა. შევქმენით ჯგუფი, დავანაწევრეთ ინფორმაცია, დაბასათაურეთ გაზეთი და შევინახეთ მოსწავლის ნამუშებრების საქაღალდეში.

Saturday, March 30, 2019


  • პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე


  • როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად

  • როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება

Sunday, March 17, 2019

ეფექტური სწავლებისთვის და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის საჭიროა პროექტის გონივრული მონახაზის შედგენა და გააზრებული დაგეგმვა. ამ აქტივობაში თქვენ გაეცნობით და განიხილავთ კურსის ფარგლებში სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, განიხილავთ ძირითადი კურსის პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას. აღნიშნული რესურსები დაგეხმარებათ პროექტის გეგმის შედგენაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეების აქტიურად ჩართვაში.
პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში თქვენ შეისწავლით, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დაიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.